მერქან ბურბუშელოვანი ფილა ე.წ. დსპ (DSP), რომელიც მზადდება ფისით გაჟღენთილი და დაპრესილი მერქანის ნახერხისა და ბურბუშელისაგან. ბაზარზე არსებობს ორი სახეობის დსპ: E1 და E2 კლასის.
მას აქვს დაბალი ფასი, მსუბუქი წონა და გამძლეობა, რამაც ეს მასალა სამზარეულოსა და ზოგადად სახლის ავეჯისთვის ძალიან პოპულარული გახადა.
ამ მასალის მინუსი არის მისი შემადგენლობა, კერძოდ დსპ დამზადებისას გამოყენებული ფორმალდეჰიდის ფისი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ, E2 კლასის ფილები აკრძალულია საბავშვო ავეჯის წარმოებისთვის. E1 კლასის პროდუქტები მომხმარებლისთვის უსაფრთხდ ითვლება, მათში ყველა მავნე კომპონენტი მინიმუმამდეა დაყვანილი.
ლამინირებული დსპ -(DSP) ეს არის იგივე ფილები, რომელსაც დაკრული აქვს სპეციალური საფარი სხადასხვა ფერის, ნახატის და ფაქტურის იმიტაციით. ასეთი მასალა უფრო მდგრადია გარე ზემოქმედების , ტემპერატურის და მექანიკური დაზიანების მიმართ. ნაკლოვანებები – იგივე ფორმალდეჰიდის მავნე ფისების არსებობა და მასალის მყარი სტრუქტურის გამო მის დამუშავების დროს არაპლასტიურობა.