მდფ

ფილა ხის ბოჭკოების მშრალი გზით შეკუმშვის შედეგად მზადდება. შემაერთებელი კომპონენტი მასალის წარმოებაში არის შარდოვანი ფისები. მდფ გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური თვისებებით , ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებულია სხვადასხვა სახის ავეჯის დასამზადებლად. მასზე მუშაობა უფრო მარტივია და მასალის დრეკადობის გამო ადვილად იფრეზება.

ავეჯის თანამედროვე დიზაინში, მდფ (MDF) – ზე ეკვრება პოლივინიქლორიდი (პვს, PVC)- თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (გააჩნია ფერთა ფართო არჩევანი).

MDF– ის კიდევ ერთი უპირატესობა – წარმოების დროს, მავნე კომპონენტების გამოყენება რამდენჯერმე შემცირებულია, იზრდება გარემოსდაცვითი მაჩვენებელი. გარეგნულად მისი დამუშავების მაღალი ხარისხი ბევრად არ ჩამოუვარდება მასიურ ხის ვიზუალს და თვისებებს.

მასალა (MDF) წყალგაუმტარი და გამძლეა. მის ნაკლოვანებებს მოიცავს მაღალი ფასი და ადვილად აალებადი ფაქტურა. ასევე, MDF პროდუქტები არ ექვემდებარება აღდგენას, აუცილებელია დაზიანებული ნაწილების გამოცვლა.

თქვენი შერჩევის შესატყვისი პროდუქტი ვერ მოიძებნა.